"მომავლის იურისტთა გუნდი (yourlawyers.ge)" არის სტარტაპი იურიდიული მომსახურებების სფეროში, რომელიც დაფუძნდა პრაქტიკოსი იურისტების - გიორგი არახამიასა და ნიკო ქებურიას მიერ. კომპანიის მიზანს, დაარსების დღიდან წარმოადგენს იურიდიული მომსახურებების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა და ახალი პრაქტიკის დამკვიდრება. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებს და ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. "მომავლის იურისტთა გუნდი" ორიენტირებულია სამართლებრივი მომსახურებების სფეროს გაჯანსაღებაზე, ასევე ახალი ტალანტების მოძიებასა და პერსპექტიული, ახალგაზრდა იურისტებისათვის ღირებული პროფესიული პრაქტიკის მიღების შესაძლელობების შეთავაზებაზე, რაც დამფუძნებელთა აზრით, მნიშვნელოვანია სფეროს განვითარებისთვის.
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით პროკურატურასა და საგამოძიებო უწყებებში, აგრეთვე საადვოკატო სფეროში 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით
ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით კერძო და საჯარო სექტორებში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილებით