„მომავლის იურისტთა გუნდი (yourlawyers.ge)“ გთავაზობთ მრავალფეროვან იურიდიულ მომსახურებას როგორც თქვენთვის, აგრეთვე თქვენი ბიზნესისთვის. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება სამართლის შემდეგი მიმართულებებით:
სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი
ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ხელშეკრულებების მომზადება და მხარეთა საუკეთესო ინტერესზე მორგება, აგრეთვე სახელშეკრულებო/ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავებში მხარეთა წარმომადგენლობა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და სრული იურიდიული მომსახურება.
საიმიგრაციო სამართალი
- საქართველოს მოქალაქეობის მიღების, აღდგენის, შენარჩუნების საკითხებში სამართლებრივი მხარდაჭერა, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების მისაღებად სრული იურიდიული მომსახურების გაწევა;
- საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ან/და საქართველოს ვიზაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში.
საკორპორაციო სამართალი
- საწარმოს/კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, მათ შორის, სადამფუძნებლო შეთანხმების და წესდებების მომზადებას, პარტნირთა ინტერესების გათვალისწინებით;
- კომპანიის მიმდინარე სამართლებრივი დოკუმენტების მოწესრიგება და სრული იურიდიული მომსახურებ;
- 2022 წლამდე დაფუძნებული კომპანიებისათვის სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო დოკუმენტების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კონკურენციის სამართალი
- ხელშეკრულებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი და შესაბამისი კონსულტაცია;
- კონკურენციის სამართლის სავარაუდო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
- კომპანიების შერწყმასა და კონცენტრაციებთან დაკავშირებით საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობა.
ენერგეტიკის სამართალი
- კომუნალური მომსახურების(ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება) მიმწოდებლებთან ურთერთობაში მომხმარებლის ინტერესების დაცვა და დავის წარმოება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნლ კომისიაში.
- ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების პროცესში სრული სამართლებრივი მომსახურება და კონსულტაცია.
სახელმწიფო შესყიდვებთან/ტენდერებთან დაკავშირებული საკითხები
- შემსყიდველ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობა;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში დავების წარმოება, შესაბამისი საჩივრების მომზადება და წარმომადგენლობა.
შრომითი ურთიერთობები
დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის რეგულირება, რაც მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების, მათ შორის, შინაგანაწესის ან/და დებულების შედგენა/რევიზია, აგრეთვე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებში მხარეების წარმომადგენლობას.
საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი
განქორწინების, ქონების გაყოფის,ალიმენტის, ბავშვის ადგილსამყოფელის განსაზღვრისა და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის საკითხებს, აგრეთვე მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ
საგადასახადო სამართალი
- საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში წარმომადგენლობა;
- საგადასახადო დავებში წარმომადგენლობა;
- გადასახადისგან თავის არიდების ბრალდებით წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებზე ადვოკატის წარმომადგენლობა საქმის ნებისმიერ სტადიაზე, საგამოძიებო ორგანოსა და ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში.
სანივთო სამართალი
- უძრავი ქონების რეგისტრაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებში წარმომადგენლობა, აგრეთვე ნასყიდობის/იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებების შედგენა, რევიზია და თქვენი საუკეთესო ინტერესისთვის მორგება;
- სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობა მშენებარე ობიექტებზე ბინის შეძენისას, რათა თვიდან აგარიდოთ უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ შემოთავაზებული კაბალური პირობებით ხელშეკრულებების გაფორმება და უზრუნველვყოთ თქვენთვის მომგებიანი, სამართლიანი გარიგების დადება, აგრეთვე სამშენებლო კომპანიების მიერ წინარე და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შეთმხვევებში, თქვენი უფლებების დაცვა როგორც მოლაპარაკებების პროცესში, აგრეთვე ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში.
საბანკო სამართალი
კომერციულ ბანკებთან და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში წარმომადგენლობა, აგრეთვე ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე დავებში წარმომადგენლობა და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება.
სისხლის სამართალი
- სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა, ანალიზი და სამართლებრივი რჩევები;
- მოწმის/დაზარალებულის და ბრალდებულის ინტერესების დაცვა საგამოძიებო ორგანოებში;
- მოწმის/დაზარალებულის და ბრალდებულის ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოში;
- საგამოძიებო ორგანოებიდან/სასამართლოდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა;
- ბრალდებულის ინტერესების დაცვა პირველად წარდგენის სხდომაზე (აღკვეთის ღონისძიების შეფარდება);
- სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში;
- არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა გამოძიებაში და ყველა ინსტანციის სასამართლოში;ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის პერიოდში მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულება;
- სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება;
- მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხებში დახმარება, მათ შორის სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფით;
- კანონით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.
ადმინისტრაციული სამართალი
- ადმინისტრაციული ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების/გაუქმების მოთხოვნით;
- ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარმომადგენლობა, შესაბამისი საჩივრისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სამართალდამრღვევად მიჩნეული პირის წარმომადგენლობა, სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების/ოქმის გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაიულ ორგანოსა და სასამართლოში.